გაკვეთილის მთავარი თემა
|
ფერწერული ნახატის შექმნა ბუნების მოვლენებზე ,ყოფით სცენებზე , ცხოვრებაში
ნანახი სცენების გახსენებით, საკუთარი ფანტაზიის, წარმოდგენის გამოყენებით.
|
საგანი/პედაგოგი
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება /თამარ ლომჯარია
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური/VII კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
2 მოსწავლე/სსსმ საჭიროების მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
ეს გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი
უნარების განვითარებაში.
·
მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების
მიღებას, განუმტკიცდებათ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების უნარი, წარმოდგენის უნარი.
·
ეს უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ.
·
ასევე მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის უნარი.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
ესგ.
VII 1 მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად
გამოიყენოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა
კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·
იყენებს
სხვადასხვა ხერხს [შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა,
კოლორიტი] ასოციაციებისა და ემოციების გადმოსაცემად.
·
ნამუშევრის
შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს. მაგ. ხედვის წერტილს,
წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას.
·
ხატავს
სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით.
ესგ.
VII 2 მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად
აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის
შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
ირჩევს
შესაბამის გამომსახველობით ხერხებს , მასალას, ტექნიკას
და თემატიკას განწყობილების გადმოსაცემად.
ესგ VII
9
·
მოსწავლე
კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·
კორექტულია
სხვის შეცდომებზე საუბრისას.
·
ტოლერანტულია
განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ.
·
კამათის
დროს სხვას აცდის საუბარს.
|
წინარე ცოდნა
|
Ø მოსწავლეებმა
იციან სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები, ნახატის შექმნისთვის
შუქ-ჩრდილის, კომპოზიციური
განაწილების, კოლორიტის, პერსპექტივის
კანონების და სხვა ხერხის გამოყენება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ü ვიყენებ
განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.
ü შეფასების
რუბრიკის გამოყენებით ვაფასებ მოსწავლეთა ნამუშევარს.
ü სიტყვიერი
კომენტარით ვაფასებ, მოსწავლეთა მიერ სხვისი ნამუშევრის შეფასებას.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროცესორი, ფურცლები, გუაში,
პასტელი, აკვარელი, ფანქრები, ფუნჯები.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
გაკვეთილის A ფაზა - გამოწვევა
აქტივობა 1 - წინარე ცოდნის
გააქტიურება. 2 წთ
მოსწავლეებს ვესაუბრები ფერწერული ნამუშევრების შესახებ [ფერწერის ტექნიკის,
გამომსახველობითი ხერხების, სამუშაო იარაღების და სხ. ]
აქტივობა 2 - ელექტრონული
პრეზენტაცია
ვაჩვენებ ფერწერული ხელოვნების შედევრებს - 3წთ.
აქტივობა 3 - გონებრივი
იერიში 3წთ.
მოსწავლეები
პასუხობენ კითხვებს რა არის
-
კომპოზიციური განაწილების ძირითადი ხერხები.
-
პერსპექტივის ძირითადი კანონები.
-
სახვითი ხელოვნების გამომსახველობითი ხერხები.
-
სამუშაო იარაღები
გაკვეთილის B ფაზა- ცოდნის
კონსტრუირება
აქტივობა 4
_ მოსწავლეებს ვაძლევ პრაქტიკულ სამუშაოს- უნდა შექმნან ფერწერული ნახატი ცხოვრებაში
ნანახი სცენების,
ბუნების მოვლენების ,ყოფითი სცენების გახსენებით, წარმოდგენით. ვახსენებ
შეარჩიონ სამუშაო მასალა,
იარაღები, ფორმატი, კომპოზიცია, სიუჟეტი, ფერები. 5 წთ
გაკვეთილის
C ფაზა- რეფლექსია
აქტივობა 5
_ მოსწავლეებმა უნდა დახატონ ფერწერული ნახატი. გამოიყენონ მეხსიერება, დაკვირვების
უნარი, წარმოდგენის უნარი, გონებაში აღიდგინონ ნანახი სცენები და შეძლებისდაგვარად
გადმოსცენ ნახატში. 25 წთ
შეფასება - მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს.
მასწავლებელი სიტყვიერ კომენტარს იძლევა მოსწავლეთა ურთიერთშეფასებაზე და შეფასების
რუბრიკის გამოყენებით აფასებს მოსწავლეთა
ნამუშევარს. 4 წთ
საშინაო დავალება - 2წთ
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment