სასწავლო პროექტი

სახელწოდება  - ქრისტიანული ხელოვნება

პროექტის მთავარი იდეა -  მოსწავლეები იცნობენ შუა საუკუნეების ხელოვნებას, იციან როდის შემოვიდა ქრისტიანობა , რა გავლენა იქონია ხელოვნებაზე.

პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა:
პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ :
. ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები ( ტაძარი , ფრესკები, ხატები  და სხვ.)
. განასხვაონ ქრისტიანული ტაძრების ტიპები.
. ნახატისგან განასხვაონ ფრესკები . ხატები.
. ამოიცნონ მშობლიური ქვეყნის ქრისტიანული კულტურის ძეგლები.

 პროექტის მიზნები - მოსწავლეები უკეთ გაეცნონ მსოფლიოსა და მშობლიური  ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. იცოდნენ რა გავლენა იქონია ხელოვნების განვითარებაზე ქრისტიანობამ.

მოსწავლეთა ასაკი -      11-12 წელი. VII კლასი

ვადების ხანგრძლივობა - 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/ რა შეიძლება შეიქმნას - მოვამზადებთ ელექტრონულ პრეზენტაციას და ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მაკეტს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, რეპროდუქციები, მუყაო.

პროექტის მსვლელობა - ძირითადი აქტივობები

აქტივობა 1- საპროექტო თემის შერჩევა, ჯგუფის შერჩევა და ვადების განაწილება, შესაბამისი კითხვების ჩამოყალიბება;

ა) გაიხსენონ როდის გავრცელდა ქრისტიანობა;

ბ) რა იციან ქრისტიანული ხელოვნების ძეგლების ( ტაძრების, ფრესკების, ხატების) შესახებ;

გ) კიდევ რა ნიმუშები იციან ქრისტიანული კულტურის;

აქტივობა 2 - ჩამოვაყალიბებ საპროექტო ჯგუფს . შეიმუშავებენ გეგმას, გაანაწილებენ დროს.

აქტივობა 3 - ერთად განიხილავენ მათ მიერ ინდივიდუალურად მოპოვებულ მასალას, აირჩევენ საჭირო ინფორმაციებს, ფოტოებს, რეპროდუქციებს და სხვა საჭირო ნიმუშებს.

აქტივობა 4 - ნამუშევარს წარმოადგენენ ელექტრონული პრეზენტაციის სახით. მოამზადებენ მცირე მოხსენებებს და დაამზადებენ ტაძრის მაკეტს.
მასწავლებელი თვალყურს ადევნებს ჩართულობას, ინტერესს, თანამშრომლობას.

აქტივობა 5 - პროექტის პრეზენტაცია
მსმენელთა წინაშე წარმოადგენენ ფოტო აუდიო და ვიდეო მასალას შესაბამისი კომენტარით (მცირე მოხსენების სახით)

აქტივობა 6 - შეფასება
მასწავლებელი აფასებს შეფასების სქემით, მოსწავლეები- ანგარიშის სახით.

კითხვები: 1 რამ გამოიწვია ყველაზე მეტი ინტერესი.

2 რას შეცვლიდით, დაამატებდით  შემდეგში

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო

კარგი
მაღალი
მსჯელობა
ვერ მსჯელობს პროექტთან
დაკავშირებით
მსჯელობს მაგრამ ვერ ახდენს აუდიტორიის
დაინტერესებას

მსჯელობს
საინტერესოდ
მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად
იწვევს საყოველთაო ინტერესს
ჯგუფური თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს
ჯგუფთან
ნაწილობრივ
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ჯგუფის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
ინფორმაციის მოძიება
ვერ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას
არ ახდენს მასალის მოძიებას
ინფორმაციას მოიძიებს სრულად
სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს ინფორმაციის მოძიებას



 საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / სგ-სთან კავშირი

ხელოვნება სგ-VII 6. მოსწავლეს შეუძლია   გუნდში მუშაობა შემოქმედებითი  და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
  • ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი ამოცანის მიზნიდან გამომდინარე
  • განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადებს და იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას
  • მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში.

სგ VII 12  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი  ისტორიასთან და კულტურასთან.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
  • მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა  კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე.
  • ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით.  
  • ამოიცნობს ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედის წყაროდ იქცა.

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ლომჯარია.


ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tamarlomjaria@gmail.com    

No comments:

Post a Comment